სარძევე კბილების ამოღება
როგორც წესი, ბავშვები სარძევე კბილებს თავისით იცვლიან, თუმცაღა, არსებობს უამრავი ფაქტორი, როდესაც ბავშვს სპეციალისტის დახმარება სჭირდება კლინიკის პირობებში. როდის არის სარძევე კბილის ამოღების ჩვენება?
- როდესაც არ მოხდა მკურნალობის დროული ჩატარება და არსებულმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მუდმივი კბილის ჩანასახს.
- მუდმივი კბილი ცდილობს ამოსვლას, მაგრამ სარძევე კბილი არ ირყევა (სარძევე კბილის ფესვების ფიზიოლოგიური გაწოვა არ მოხდა).
- სარძევე კბილი არ აძლევს მუდმივ კბილს სწორი მიმართულებით ამოჭრის საშუალებას.
- ძლიერი ტრავმის დროს.
- მორყეულია სარძევე კბილი, რომელიც არის დისკომფორტის მიზეზი და ბავშვს უღიზიანებს ღრძილს.
დამატებით პროფესიულ რჩევებს ჩვენი სტომატოლოგები გაგიზიარებენ.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.
კატეგორია:
რჩევები